U20 – ქართველი მორაგბის წარმატება

598

მსოფლიოს 20-წლამდელთა სარაგბო ჩემპიონატის მე-2 ტურში, საქართველოს ნაკრები საფრანგეთს შეხვდა და 24:12 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ მეორე ტურის საუკეთესო დამცველად ბორჯღალოსანთა ვიცე-კაპიტანი, თორნიკე ჯალაღონია დასახელდა. ქართველმა მორაგბემ 18 ბოჭვა შეასრულა და არცერთი არ გაუცუდებია, რის გამოც მეორე ტურის გამორჩეულ მოთამაშეებშიც მოხვდა.

ჯალაღონიამ საფრანგეთს ლელოც დაუდო. შეხვედრის მე-12 წუთზე, როდესაც საფრანგეთი 3:0-ს იგებდა, ჯალაღონიამ ლელოს დადება შეძლო და საქართველო დააწინაურა. უმცროსი ბორჯღალოსნები ბოლო ტურის შეხვედრას ირლანდიასთან გამართავენ, მატჩი 7 ივნისს გაიმართება.

წყარო: popsport.com