გვარდიოლა: “ზიდანს რომ აეხსნა მივხვდებოდი“

557

“მანჩესტერ სიტის“ მთავარ მწვრთნელ პეპ გვაერდიოლასთვის მადრიდის “რეალიდან“ ზინედინ ზიდანის წასვლა გაუგებარია.

“როდესაც მე “ბარსელონადან“ და “ბაიერნიდან“ მივდიოდი, ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ სამჯერ მოგებული არ მქონდა. მისი წასვლის მიზეზს რომ მივხვდე, უნდა ვესაუბრო. მას რომ აეხსნა, დარწმუნებული ვარ გავუგებდი. ისე, ჩემი განსასჯელი არაა.

მან რასაც “რეალთან“ ერთად მიაღწია, ქების ღირსია. თუმცა, მორალური დაღლილობა არა მხოლოდ მწვრთნელებზე მოქმედებს, არამედ მოთამაშეებზე და კლუბების პრეზიდენტებზეც, რომელთაც მოთმინება არ ჰყოფნით. ამდენი მატჩია ჩასატარებელი…ყველასთვის რთულია“ – იუწყება გვარდიოლას ნათქვამს ინტერნეტპორტალი sport.es-ი.