კაჭარავა კვიპროსში

434

“კორონას” თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა კარიერას ამიერიდან ფამაგუსტას “ანორთოსისში” გააგრძელებს – ამის შესახებ კლუბის ოფიციალური საიტი იტყობინება.

“ანორთოსისმა” ნიკასთან 2–წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც 2 ივლისიდან ამოქმედდება. ქართველ ფორვარდს პოლონურ კლუბთან ხელშეკრულება დაუმთავრდა და “ანორთოსისში” თავისუფალი აგენტის სტატუსით აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ ნიკა კაჭარავა 2016/2017 წლების სეზონში ახნას “ეთნიკოსის” ღირსებას იცავდა და 27 მატჩში 16 გოლი გაიტანა.