აბიდალი ,,ბარსაში” ბრუნდება

400

საფრანგეთის ეროვნული გუნდის ყოფილი ნახევარმცველი ერიკ აბიდალი საფეხბურთო კლუბ “ბარსელონას“ ტექნიკური დირექტორი გახდა.

კატალონიელთა ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, აბიდალმა ამ თანამდებობაზე რობერტ ფერნანდესი შეცვალა.

“ბარსელონა“ მადლობას უხდის რობერტ ფერნანდეს გაწეული სამუშაოსთვის და კლუბის ერთგულებისთვის, ასევე, მომავალში წარმატებას უსურვებს. პირველი გუნდის ახალი ტექნიკური დირექტორი ერი აბიდალი იქნება. ოფიციალური პრეზენტაცია 18 ივლისსა დანიშნული“ – ნათქვამია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.

აბიდალი “ბარსელონაში“ 2007-2013 წლებში თამაშობდა და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 193 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

მან “ბარსელონაში“ 15 ტიტული მოიგო, მათ შორის 4-ჯერ ესპანეთის ჩემპიონი გახდა, ხოლო 2-ჯერ ჩემპიონთა ლიგაში გაიმარჯვა.

წყარო: adjarasport.com