ვის გულშემატკივრობს ხოსეპ გუარდიოლა მსოფლიო ჩემპიონატზე?

557

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ფავორიტები და ის ნაკრები დაასახელა, რომლის მიმართაც სიმპათიითაა განწყობილი.

“მინდა, რომ მსოფლიო ჩემპიონატი არგენტინამ მოიგოს. თუმცა ფავორიტებზე რომ ვისაუბროთ, ჯილდოს მოგების ბედი ყოველთვის ინგლისს, ბრაზილიას, არგენტინას, ესპანეთსა და გერმანიას შორის წყდება”, – თქვა გვარდიოლმა Sport1.de-სთან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ არგენტინა მუნდიალზე D ჯგუფში ისლანდიასთან (16 ივნისი), ხორვატიასა (21 ივნისი) და ნიგერიასთან (26 ივნისი) ითამაშებს.