რონალდუმ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო

865

ბოლო დროს აქტიური საუბრები მიდიოდა კრიშტიანუ რონალდუსთან დაკავშირებით. პორტუგალიელის განცხადებით იგი მხოლოდ იმ შემთხვევაში დარჩებოდა სამეფო გუნდში, თუ ბლანკოსი მას წელიწადში 75 მილიონ ევროს გადაუხდიდა.

რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ცნობების თანახმად, რეალი მისი მოთხოვნების დაკმაყოფილებას არ აპირებს. აქედან გამომდინარე კრიშტიანუმ ესპანეთის დატოვება გადაწყვიტა და როგორც თავად აცხადებს აზრს არ შეიცვლის.

მისი წასვლის კიდევ ერთი მიზეზი ნეიმარი გახლავთ. არახალია, რომ ესპანური გრანდი აქტიურად ცდილობს სამხრეთ ამერიკელის გადაბირებას და ეს პორტუგალიელს დიდად არ ხიბლავს.

ჯერ-ჯერობით უცნობია თუ სად გააგრძელებს 33 წლის ფეხბურთელი კარიერას, თუმცა გეტყვით, რომ უცხოელი ტაბლოიდები მას მანჩესტერ იუნაიტედში დაბრუნებას უწინასწარმეტყველებენ.

leadersport