ზიდანმა დაადასტურა: “გადაწყვეტილება მივიღე!”

651

მადრიდის “რეალის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა საკუთარ მომავალზე ისაუბრა.

“ახლა დასვენება მჭირდება, თუმცა მომავალში არ ვიცი რა მოხდება. ვფიქრობ, ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მომავალთან დაკავშირებით მივიღე – მე დავისვენებ! ვნახოთ, რა იქნება შემდეგში,” – განაცხადა ზინედინ ზიდანმა.

მოგეხსენებათ, ფრანგმა სპეციალისტმა “სამეფო გუნდი” მას შემდეგ დატოვა, რაც “რეალმა” ზედიზედ სამჯერ მოახერხა ჩემპიონთა ლიგის მოგება.