პირლო: “სანამ მუნდიალს ვერ მოიგებს, მესი საუკეთესოებს ვერ შეედრება“

525

იტალიის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის ყოფილი შუახაზელი ანდრეა პირლო აცხადებს, რომ “ბარსელონას“ შემტევი ლიონელ მესი აუცილებლად უნდა გახდეს მსოფლიო ჩემპიონი, რათა ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეების გვერდით დაიკავოს ადგილი.

“მსოფლიო ჩემპიონატის მოგება მნიშვნელოვანია როგორც არგენტინის ნაკრებისთვის, ისე მესისთვის.

ლიონელს მუდმივად ადარებენ მარადონას, მაგრამ თავდაპირველად, ის მსოფლიო ჩემპიონი უნდა გახდეს. ვინაიდან, სანამ შენ მუნდიალს არ მოიგებ, არ შეგიძლია შეედარო საუკეთესოებს,“ – ციტირებს პირლოს ინტერნეტპორტალი Goal.com-ი.

ამ დრომდე, მსგავსი მოსაზრება გამოთქვა ბრაზილიის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდისა და “ბარსელონას“ ყოფილმა თავდამსხმელმა – რივალდომ.