ხუთი ტური, სამი გუნდი, ერთი მიზანი

0

ხუთი ტური, 15 ქულა, სამი გუნდი და ერთადერთი ოქროს მედალი. საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში საჩემპიონო რბოლა იმდენად დაძაბულია, რომ პროგნოზის გაკეთება მეტად რთულია. თანაც, ლიდერები ქულებს ხშირად კარგავენ. მაგალითად, “დინამო ბათუმმა” ბოლო ორ ტურში მხოლოდ ორი ქულა, ხოლო “დინამო თბილისმა” კინკილა ქულა შემატა მონაგარს.

სეზონის ფინიშამდე ხუთი ტური და შესაბამისად, 15 გასათამაშებელი ქულა დარჩა. “დინამო ბათუმს” 63 ქულა აქვს, “დინამო თბილისს” 62, “საბურთალოს” – 60. სხვათა შორის, ბოლო ორ ტურში საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა კარგად ისარგებლა კონკურენტთა წარუმატებელი შედეგებით და საჩემპიონო ბრძოლაში დაბრუნდა.

მომდევნო ტურში გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი სწორედ “დინამო თბილისს” შეხვდება, ხოლო “დინამო ბათუმს” შედარებით ადგვილი მატჩი ელოდება – პრაქტიკულად გავარდნილ “ვიტ ჯორჯიასთან”. სამივე გუნდის დარჩენილ მატჩთა განრიგი ასეთია:

„დინამო ბათუმის“ კალენდარი

„ვიტ ჯორჯია“ (სახლში)

„ჩიხურა“ (სტუმრად)

„სიონი“ (სახლში)

„რუსთავი“ (სახლში)

„ლოკომოტივი“ (სტუმრად)

„დინამო თბილისის“ კალენდარი

„საბურთალო“ (სტუმრად)

„ტორპედო“ (სახლში)

„რუსთავი“ (სტუმრად)

„დილა“ (სტუმრად)

„ვიტ ჯორჯია“ (სახლში)

„საბურთალოს“ კალენდარი

„დინამო თბილისი“ (სახლში)

„დილა“ (სტუმრად)

„ვიტ ჯორჯია“ (სახლში)

„ჩიხურა“ (სტუმრად)

„სიონი“ (სახლში)