I Am Boxing

კონორ მაკგრეგორი ფლოიდ მეივეზერთან კრივის მატჩისათვის სერიოზულად ემზადება. ირლანდიელმა მებრძოლმა გუშინ Youtube–ზე, ხოლო დღეს საკუთარ “ინსტაგრამზე” დადო ვიდეო, თუ როგორ გადის მზადებას კრივის ელემენტებით.

“მსგავსი მოძრაობები არასდროს გინახავთ”! – დაწერა მაკგრეგორმა და ვიდეოს უკვე 2 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

მაკგრეგორი–მეივეზერის ბრძოლა კრივის წესებით 26 აგვისტოს ლას–ვეგასში გაიმართება. ამჟამინდელი ინფორმაციით, ორივე მებრძოლი ჰონორარის სახით 90 მილიონ დოლარს მიიღებს.

მსგავსი სიახლეები
283 ნახვა