Jon Bones Jones – ის დაბრუნდა!

ჯონ ჯონსი დაბრუნდა! ამერიკელმა მებრძოლმა დღეს გამთენიას კალიფორნიაში გამართულ ბრძოლაში 93კგ წონით კატეგორიაში დენიელ კორმიერი მესამე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და მსუბუქი მძიმე წონის ჩემპიონის ქამარი დაიბრუნა.

მოგეხსენებათ, ამერიკის შეერთებული შტატების ანტიდოპინგურმა სააგენტომ ჯონსს დოპინგ–ტესტის ჩაგდების გამო 1–წლიანი დისკვალიფიკაცია მისცა და მოპოვებული ქამარი ჩამოართვა.

დაბრუნება შედგა! დაბრუნდა უფრო ძლიერი, ვიდრე იყო. ამერიკელი UFC–ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა (23 წლის) ჩემპიონია და გარდა ამისა, საყოველთაოდ აღიარებულია, როგორც ყველაზე მრავალფეროვანი, ინტელექტუალი და არაპროგნოზირებადი მებრძოლი.

მის ტექნიკურ არსენალში ძალიან ბევრი ილეთია და გარდა ამისა, მისი “თეიქდაუნებზე” დაჭერა ფაქტობრივად, შეუძლებელია. ერთადერთი, ვინც ეს შეძლო, ალექსანდრ გუსტაფსონი გახლდათ.

“მე დავბრუნდი! მე ეს შევძელი! რა საოცარი გრძნობაა! ყველაფერი გავაკეთე სწორად, რათა კვლავ დავბრუნებულიყავი” – ეს სიტყვები წერილის გმირს ეკუთვნის.

აქვე ჯონსმა მეტოქისადმი ქედი მოიხარა: “დენიელ კორმიერს სიამაყის სრული უფლება აქვს! იგი ჩემთვის ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგე იყო და მადლობა მას იმისათვის, რომ ასეთ დონემდე ამიყვანა. სამწუხაროდ, დღეს მეტოქეები ვიყავით, მაგრამ იგი ყველა მხრივ ჩემპიონი ადამიანია”!

ოქტაგონის ინტერვიუს ბოლოს კი ჯონსმა დააანონსა, რომ მისი შემდეგი მეტოქე სუპერმძიმეწონოსანი ბროკ ლესნარი იქნება: “ბროკ ლესნარ, თუ გსურს გაიგო, როგორია, როცა შენზე ბევრად მსუბუქი მებრძოლი განადგურებს, შემხვდი ოქტაგონზე”.

ჯონსში ერთბაშად ცოცხლობს ლომი, დელფინი, კატა და ცხენი.

ჯონ ჯონსი – UFC–ის მაიკლ ჯორდანი!!!

მოამზადა გიორგი ფულარიანმა

მსგავსი სიახლეები